დოლიძის განმარტებით, ჩუსტები იმის აღსანიშნავად მიიტანა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასამუშაო საათებში გასაუბრების ჩატარებით შრომით უფლებებს არღვევს.
„მგონი, ის პირობა მაინც უნდა შევუქმნათ [მოსამართლეობის კანდიდატებს], ადამიანი ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში, კომფორტულად მოვიდეს აქ და რამდენიმე საათი გესაუბროთ. ზოგადად, უნივერსალური ვიყიდე, ქალებისთვისაც არის და კაცებისთვისაც“, – განაცხადა დოლიძემ.
მოსამართლე დიმიტრი გვირიტიშვილის თქმით, შუამდგომლობას წარუდგენს საბჭოს მდივანს, რომ ზეგანაკვეთური მუშაობის გამო, საბჭოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს დანამატი განესაზღვროთ. მისი თქმით, აღნიშნული შრომა კომპენსირებული იქნება.