„დაინტერესებულ ადამიანთა საყურადღებოდ: უკვე ორი კვირაა არც ფორმალურად ვარ
„ქრონიკაში“ და არც არაფორმალურად. თუმცა, ვრჩები „იმედში“. მადლობა ყურადღებისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნანა ლეჟავამ.
ბოლო პერიოდში ტელეკომპანიაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა. საინფორმაციო მიმართულებით აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა დაინიშნა. მანამდე კი არხის გენერალური დირექტორის პოზიციაზე გიორგი ბახტაძე ელდარ მდინარაძემ შეცვალა.