weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნანა ლეჟავამ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახური დატოვა

16:35 ოთხშაბათი, 24 ივლისი 2019

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნანა ლეჟავამ თანამდებობა დატოვა. ის აღარც „ქრონიკის“ მთავარ გამოშვებას წაიყვანს.

„დაინტერესებულ ადამიანთა საყურადღებოდ: უკვე ორი კვირაა არც ფორმალურად ვარ
„ქრონიკაში“ და არც არაფორმალურად. თუმცა, ვრჩები „იმედში“. მადლობა ყურადღებისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნანა ლეჟავამ.

ბოლო პერიოდში ტელეკომპანიაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა. საინფორმაციო მიმართულებით აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა დაინიშნა. მანამდე კი არხის გენერალური დირექტორის პოზიციაზე გიორგი ბახტაძე ელდარ მდინარაძემ შეცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]