შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა, გარდაცვლილი კი 1996 წელს დაბადებული ჩინეთის მოქალაქეა. ავტომობილში მხოლოდ ის იმყოფებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მძღოლის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.