weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთის უძრავი ქონების კადასტრის კომიტეტის დელეგაცია საჯარო რეესტრს ეწვია

18:07 ოთხშაბათი, 24 ივლისი 2019

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის უძრავი ქონების კადასტრის კომიტეტის დელეგაცია ეწვია. კომიტეტის წევრებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარი ხარძიანი შეხვდნენ.

სტუმრებს უძრავი ქონების რეგისტრაციის, ელექტრონული სერვისებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები, მნიშვნელოვანი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

კომიტეტის წარმომადგენლებისთვის საჯარო რეესტრის უძრავი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში, კადასტრის უზრუნველყოფისა და სკანირების სამსახურში საინფორმაციო ტური მოეწყო, რომლის მეშვეობითაც სტუმრები მონაცემების დიგიტალიზაციის, დოკუმენტების დასკანერების, არქივირებისა და ინფორმაციის შენახვა/გაცემის პროცესებს გაეცნენ.

გარდა ამისა, სომხეთის რესპუბლიკის უძრავი ქონების კადასტრის კომიტეტის დელეგაციის წევრებმა საჯარო რეესტრის არქივის შენობა დაათვალიერეს, სადაც ქაღალდის დოკუმენტები ცენტრალიზებულად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უსაფრთხოდ ინახება.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გორში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისსაც ეწვივნენ და ტერიტორიული სამსახურის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]