Qartli.ge-ის ინფორმაციით, ნუგზარ რამაზოღლი გორის დასუფთავების სამსახურში ორმოცი წელი მუშაობდა. გარდაცვლილის შვილისთვის გაუგებარია, რატომ დაავალეს მამამისს ბანერის გადატანა.
„მამაჩემი თავის დღეში სულ დასუფთავებაში მუშაობდა. რატომ დაავალეს ის საქმე, რომელიც მას არ ეხებოდა?“ – განაცხადა გარდაცვლილი მუშის შვილმა.
დღეს დილით, შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს „რეგიონ ფეშენ ვიქის“ ორგანიზატორებმა. ისინი მამაკაცის გარდაცვალების შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობდნენ.
„ტექნიკური საკითხების მომზადება შედიოდა მერიის ვალდებულებაში“, – განაცხადა Qartli.ge-სთან ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სოსო კავკავაშვილი.