მკვლელობა 24 ივლისს, საღამოს მოხდა. როგორც მეზობლები ამბობენ, გასროლის ხმა არ გაუგიათ. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთს ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.