weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლებას აღარ აძლევენ

13:37 ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019
ფოტო © ipn.ge ფოტო © ipn.ge

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლებას აღარ აძლევენ, როგორც მას პოლიციელებმა განუმარტეს, მერიის მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.

„ბატონო მალხაზ, ცოტა მოშორებით შეგიძლიათ გაშალოთ. აქ ვერ გაგაშლევინებთ. ძალიან გთხოვთ, წინააღმდეგობას ნუ გაგვიწევთ. სხვაგან, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძებნეთ ადგილი, სადაც ჩვენ ნებას დაგრთავთ, არ შეგიშლით ხელს“, – უთხრეს პოლიციელებმა მაჩალიკაშვილს და მის მხარდამჭერებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სამართალდამცველებს სთხოვა იმ დოკუმენტის ჩვენება, რომლის საფუძველზეც კარვის გაშლა ეკრძალება. მაჩალიკაშვილის თქმით, რეაბილიტაცია „უბრალოდ მიზეზია“, რითიც მისთვის ხელის შეშლას ცდილობენ.

„მე ხომ 429-ე დღეა აქ ვდგევარ. ყველას კარგად გვახსოვს პირველად კარვის დადგმის ეტაპზე რა წინააღმდეგობას გვიწევდა პოლიცია. გაირკვა, რომ სრული უფლება გავქვს, სადაც გვინდა, იქ დავდგათ კარავი. მერიისგან საბუთს ავიღებ. ვიდრე რეაბილიტაციას დაიწყებენ, მექნება კარავი და როგორც კი დაიწყებენ, ავიღებ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქცია მათი შვილების საქმეების გამოძიების მოთხოვნით, 2018 წლის 10 სექტემბერს დაიწყეს. მოგვიანებით, მათ, სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად, კარავიც გაშალეს, სადაც მაჩალიკაშვილი 2019 წლის 20 ივლისამდე იყო. 20 ივლისის მოვლენების გამო კარავი პოლიციამ წაიღო. პარლამენტის შენობასთან მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი მხარდამჭერები დღეს ახალი, შედარებით მცირე ზომის კარვით მივიდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]