საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ში მიიღეს შეტყობინება, რომ ჯუთას მიმდებარედ ტურისტი იყო დაშავებული და მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. დაშავებულების დასახმარებლად დუშეთის სამაშველო ჯგუფის მაშველები გავიდნენ.
„რთული რელიეფის გამო მაშველებს მთელი ღამის განმავლობაში ქვეითად გადაადგილება მოუწიათ. ჯუთაში ჩასულებს რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი 4-კაციანი ტურისტული ჯგუფი დახვდათ. ერთ-ერთ ქალბატონს ტრამვა ჰქონდა მიღებული. მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.