weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ატმისა და ვაშლატამის ექსპორტი აქტიურ ფაზაშია

16:45 ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019

კახეთში ატმისა და ვაშლატამის მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, დაკრეფილი მოსავლის რაოდენობა 20 000 ტონაზე მეტია, საიდანაც ექსპორტირებულია 7 000 ტონა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან ერთად პერმანენტულად ეცნობა მოსავლის აღების პროცესს. მან მოინახულა ატმის ჩამბარებელი პუნქტები და შეხვდა ადგილობრივ ფერმერებს.

„წელს მოსავალი კარგია და კრეფის პროცესიც შეუფერხებლად მიდის. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რაც ფერმერებს უადვილებს ჩაბარების დაექსპორტზე გატანის პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა გაზრდილია და ფერმერები საბაზრო ფასითაც კმაყოფილები არიან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გასულ წელს, ატმისა და ვაშლატამის მოსავალმა 29 003 ტონაზე მეტი შეადგინა, საიდანაც ექსპორტზე 9703 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა. წლევანდელი დინამიკა გაცილებით უკეთესია, რადგან ჯერ მხოლოდ მოსავლის ნაწილიამოკრეფილი და რაოდენობა 20 000 ტონაზე მეტს შეადგენს.

„სოფლის მეურნეობის განვითარება განპირობებულია ძლიერი ფერმერების მეშვეობით, რომლებიც ქმნიან მდგრად ეკონომიკას ქვეყანაში. მეორე წელია, ატმის რეალიზაციით კმაყოფილი არიან ფერმერები. გამომდინარე იქიდან, რომ სულ მალე გურჯაანს რთველის დღესასწაული ექნება, აღვნიშნავ, რომ გაზრდილია ღვინის ექსპორტი ევროპულ ბაზრებზე, რაც ყურძნის მისაღებ ფასს განაპირობებს. მითუმეტეს მაშინ, როცა, გასულ წელს სახელმწიფო სრულადგამოვიდა სუბსიდირების რეჟიმიდან და ფერმერებსა და მეღვინეებს შორის პირდაპირი დიალოგი შედგა, რამაც, რა თქმა უნდა, გამოიღო შესაბამისი შედეგები და კახეთში, 235 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა და რეგიონში288 მილიონი ლარი შემოვიდა“, - ამბობს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი. 

ატმის სეზონის დაწყებამდე, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ატმის მწარმოებელ ფერმერებთან, ექსპორტიორებთან დაგადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან, რომელსაც მუდმივად ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილეები.

„წელს, ისევე როგორც შარშან, ხილის ექსპორტი წარმატებით მიმდინარეობს, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ერთიორად ხელსაყრელია. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფლის მეურნეობის მიმართულებით კახეთის ცენტრს წარმოადგენს, რაშიც ხელს გვიწყობს, როგორც ყურძნის ყველაზე მეტი მიკროზონის არსებობა და წარმადობა, ასევე გაშენებული ატმისა და ვაშლატამისბაღების მასშტაბები. ფერმერებს კი, მსურს წარმატებები ვუსურვო, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

გურჯაანში, ამ დროისთვის, საექსპორტო ატამს და ვაშლატამას 10-მდე სამაცივრე მეურნეობა იბარებს, ხოლო დაბალი ხარისხის ხილის რეალიზება ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე და „ქართული ხილის კომპანიას“ საშუალებით ხდება.

მოსავლის დროულად აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში მუშაობს სპეციალურისამუშაო ჯგუფი, სადაც მოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი, რომელიც ხელს უწყობს ექსპორტიორებს გამარტივებული წესით მოხდეს პროდუქციის გატანა.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]