„მან [ელიზაბეთ რუდმა] ეს ფოტოები გამოგვიგზავნა და გვთხოვა თქვენი რეკომენდაციები, რა მოინახულოს ყაზბეგში? მოგვწერეთ რჩევები კომენტარებში“, – წერს საელჩო „ფესიბუქზე“.
ელიზაბეთ რუდი რუსეთის ტურისტული ემბარგოს შემდეგ საქართველოში დაწყებულ კაპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ჩაერთო. დაახლოებით ერთი თვის წინ საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე რამდენიმე ფოტო გამოქვეყნდა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ელიზაბეთ რუდის მოგზაურობას ასახავდნენ. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საზოგადოებას საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდა.