weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის მილიონ-მილიონი ლარის შეფარდებას მოითხოვს

14:16 პარასკევი, 26 ივლისი 2019

პროკურატურამ „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. როგორც ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა, პროკურატურა თითოეულისთვის ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს, 16:00 საათზე იმსჯელებს.

24 ივლისს „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია წარუდგინა. ხაზარაძე და ჯაფარიძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად კეთდება.

 „თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია.

პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის იანვარში გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]