weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სალომე ზურაბიშვილმა გურჯაანში ატამი დაკრიფა

15:34 პარასკევი, 26 ივლისი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გურჯაანში ყოფნის დროს ატმის კრეფაში მიიღო მონაწილეობა და ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

„ჯორჯიის შტატო, ჩვენც გვაქვს ატამი“, – მიმართავს სალომე ზურაბიშვილი ჯორჯიის შტატს, რომლის ერთ-ერთი სიმბოლო სწორედ ეს ხილია.

სალომე ზურაბიშვილი კახეთში იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში მან სიღნაღში ლავანდას, ხოლო საგარეჯოში ნუშის პლანტაციები დაათვალიერა; ეწვია ვაშლოვანის ნაკრძალს, კაჭრეთში არსებულ საზოგადოებრივ კოლეჯს და კინოხელოვნების ბანაკს. სალომე ზურაბიშვილი გურჯაანში, კურორტ „ახტალაზეც“ იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა რეგიონში დასაქმების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახეთში როგორც კვალიფიციური ისევე არაკვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა ყველა სექტორში.

„ყურძნისა და ატმის მოსავლის აღებისას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოჰყავთ ადამიანები დღეში 45 ლარად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების მიმართულებით“, – ციტირებს პრეზიდენტის განცხადებას მისი პრესსამსახური.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]