weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კახეთში მთავარი მოვლენა – გურჯაანის ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს გაიმართება

14:41 პარასკევი, 26 ივლისი 2019

გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელიც წელს მესამედ, 12 ოქტომბერს გაიმართება, 200-ზე მეტი მონაწილე ეყოლება.

მეღვინეობის მუნიციპალიტეტმა ფესტივალისთვის მზადება უკვე აქტიურად დაიწყო, რომელიც სტუმრებს განსხვავებული, სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული, მრავალფეროვანი და თავშესაქცევი გარემოთი უმასპინძლებს ახტალის პარკში.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ფაქტიურად უკვე ერთი თვეა, რაც მუშაობს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იქნება, ველოდებით სტუმრებს მთელი საქართველოდან და მეგობარი ქვეყნებიდან. განსაკუთრებით ვეპატიჟებით მათ, ვისთვისაც არასოდეს გვიმასპინძლია ფესტივალის ფარგლებში. ასე რომ, მოინიშნეთ 12 ოქტომბერი და ესტუმრეთ მეღვინეობის ქალაქს“, – აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა, ეკა ცისკარაშვილმა.

ფესტივალზე, ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან, ხელნაკეთი, შემოქმედებითი, თემატური ნამუშევრები და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სხვადასხვა აქტივობებში, შეჯიბრებებსა და გასართობ თამაშებში. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ხოლო საღამოს გაიმართება გალა კონცერტი თბილისის ბიგ ბენდის შესრულებით.

"წელს, განსაკუთრებულად ვემზადებით ღვინის ფესტივალისთვის, რომლის მთავარი მიზანიც ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობაა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენთვის, როგორც მეღვინეობა-მევენახეობის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს გურჯაანის ცნობადობის გაზრდას და აქცევს მას, ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრად“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა.

ღვინის ფესტივალი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერით იმართება.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]