weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

გორის რამდენიმე საბავშვო ბაღში პურში შავი ჭიები და ხოჭო იპოვეს

22:52 პარასკევი, 26 ივლისი 2019

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღში შეტანილ პურში შავი ჭიები და ხოჭო იპოვეს. Qartli.ge-ის ბაღების გაერთიანების უფროსმა, ლია კოვზიაშვილმა უთხრა, რომ ამის შესახებ ოფიციალური განცხადებით სამი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა მიმართა, დანარჩენებმა კი სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელი ხაზით მიაწოდეს ინფორმაცია.

Qartli.ge-ის ცნობით, ბოლო შემთხვევა 24 ივლისს დაფიქსირდა. შპს „დავითი 2011“-ის მიერ მიტანილ პურში აღმზრდელებმა უცხო სხეულები ნახეს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს, რომ ეს იყო კრიტიკული შეუსაბამობა და საწარმო დაჯარიმდა“, - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

ბაღების გაერთიანების დირექტორის ინფორმაციით, ერთი კვირით ადრე „დავითი 2011“-ის პურში ხოჭოც აღმოჩნდა.

„მაშინაც მოვახდინეთ რეაგირება. საქმის კურსში სურსათის ეროვნული სააგენტო ჩავაყენეთ, თუმცა, ხელშეკრულება პურის საცხობს არ გავუწყვიტეთ, რადგან ფაქტი, როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოდან მიღებული წერილით გავარკვიეთ, არ ყოფილა კრიტიკული შეუსაბამობა. ერთი ხოჭოს გამო და სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნის საფუძველზე, ერთი კვირის წინ არ შეგვიწყვეტია ხელშეკრულება, ამჯერად კი შევწყვიტეთ“, – განმარტავს კოვზიაშვილი.

აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2019 წლის 29 ივნისს გაფორმდა. მანამდე საბავშო ბაღებს პურით სხვადასხვა კომპანიები ამარაგებდნენ, მათ შორის შპს „რჩეული საცხობი“, რომელთანაც კონტრაქტი 28 ივნისს, N19 საბავშვო ბაღში მიტანილ პურში აღმოჩენილი უცხო სხეულის გამო შეწყვიტეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საცხობი სამი დღით დაკეტა.

„რჩეული საცხობის“ დირექტორი გია გერმანაშვილი აცხადებს, რომ მათ ხელშეკრულება მხოლოდ ერთი პურის გამო შეუწყვიტეს: „ისიც უსაფუძვლოდ. ერთადერთ პურში აღმოჩნდა მწერი, ისიც გარედან მიკრული. ჩვენ სასამართლოს მივმართეთ“.

რაც შეეხება „დავითი 2011“-ს, მისმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]