weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თუ მორისს არ გაათავისუფლებენ, ამას ძალიან ცუდი დასასრული ექნება – მაჩალიკაშვილი

13:48 შაბათი, 27 ივლისი 2019

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის გათავისუფლებას ითხოვს. 26 წლის მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობისთვის გუშინ დააკავეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებას, მის მიმართ შურისძიებად აფასებს იმის გამო, რომ პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ორი დღის წინ, პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლა კვლავ მოახერხა.

„430 დღე-ღამეზე მეტია აქ ვდგავარ. ჩემს გვერდით იდგა ჩემი ძმისშვილი, რომელიც თემირლანის მკვლელობის მერე, მყავს როგორც თემირლანი. ჰუსეინი, იგივე მორის მაჩალიკაშვილი, მხეცურად მოკლული თემირლანის იგივე ძმაა, ის თემირლანის ადგილას არის დაყენებული. სრული აბსურდია, რაშიც დღეს ადანაშაულებენ. [...] ჰუსეინი აქ არის 11 თვის განმავლობაში იმის მოლოდინში, ამათ მხეცურად ჩადენილ დანაშაულზე როდის გაგვცემენ პასუხს. ის იმ აქციის ორგანიზების გულისთვის არ მოსულა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, პირადად არ უნახავს კადრები, სადაც ჩანს, როგორ უწევს წინააღმდეგობას მორის მაჩალიკაშვილი სამართალდამცველებს.

„თუნდაც რომ უწევდეს წინააღმდეგობას, თუ სადღაც ჩაერია, თუ სადღაც ძალა გამოიყენა, ამ ხელისუფლებამ მიიყვანა მაგ დონემდე. ის იყო დაკავებული, გაასამართლეს, გაათავისუფლეს, მისცეს შენიშვნა. [...] იმედი მაქვს, დღეს მორის მაჩალიკაშვილს გაათავისუფლებენ. თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას უშვებენ. ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით გუშინ კიდევ ორი პირი დააკავეს. როგორც გაირკვა ერთ-ერთი მორის მაჩალიკაშვილია.

ამავე საქმეზე დაკავებულია პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]