როგორც „რეგინფოს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში უთხრეს, დაახლოებით ერთი საათის წინ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ორი ეკიპაჟი გაგზავნეს. იმის გამო, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სატელეფონო კავშირი არ არის, დაშავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებიც.