„რეგინფოს“ ინფორმაციით, ხევში „კამაზის“ ტიპის ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც ათზე მეტი ადამიანი იყო. ისინი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანიდან არიან და სოფელ ბეღელაში მიდიოდნენ, სადაც ხვალ ტრადიციული დღეობა უნდა აღენიშნათ.
ფოტოკადრი ტელეკომპანია „იმედის“ მასალიდან
ავტოსაგზაო შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. როგორც შსს-ში, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში მომხდარის შესახებ დამატებითი ცნობები არ აქვთ. როგორც ამ უწყებების პრესსამსახურებში აცხადებენ, ადგილზე, სადაც ავტოავარია მოხდა, სატელეფონო კავშირი არ არის, რის გამოც ინფორმაცია ვერ იღებენ.