weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სასამართლომ მორის მაჩალიკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

22:06 შაბათი, 27 ივლისი 2019

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მორის მაჩალიკაშვილს გამოძიება აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გადანაშაულია.

ვიდრე სასამართლო მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე იმსჯელებდა განცხადება გაავრცელა მისი ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონისტორინგის ცენტრმა“. EMC-ის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მაჩალიკაშვილმა განახორციელა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, მით უფრო ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა ან რაიმე სხვა ძალადობრივი ქმედება.

მორის მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილია. ის ბოლო თითქმის ერთი წლის განმავლობაში მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში იმყოფებოდა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას ითხოვდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაპატიმრებას მის მიმართ შურისძიებად აფასებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]