როგორც დაშავებულები, ისე გარდაცვლილები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანიდან არიან. ისინი სოფელ ბეღელაში მიდიოდნენ, სადაც ხვალ ტრადიციული დღეობა უნდა აღენიშნათ.
ავტოსაგაო შემთხვევა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრუწლოვანია. მაშველებმა დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ 5 ადამიანმა.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს“, – აცხადებენ შსს-ში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.