„გურიის მოამბის“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მათივე ცნობით, 9-სართულიან სასტუმროს შპს „მაგნიკა“ აშენებს. მისი გახსნა პირველი აგვისტოსთვის იგეგმებოდა, რის გამოც სამუშაოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა.
უბედური შემთხვევა სავარაუდოდ მოძრავი ავტოკალათის მოწყვეტამ გამოიწვია. გარდაცვლილი მამაკაცი ჭიათურიდან იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.