weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს

12:01 კვირა, 28 ივლისი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თუშეთის გზაზე გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახების წევრებს, დაზარალებულებს კი, მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო“, – აცხადებს პრეზიდენტი. 

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე 27 ივლისს „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც 12 ადამიანი მგზავრობდა, ხევში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატვირთო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, რამაც ავარია გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათგან ერთი ბავშვია. ხუთმა მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო და გადარჩა. ორ ადამიანს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

როგორც დაშავებულები, ისე გარდაცვლილები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანიდან არიან. ისინი სოფელ ბეღელაში მიდიოდნენ, სადაც დღეს ტრადიციული დღეობა უნდა აღენიშნათ.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]