weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

თუშეთის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო „თუშეთობა“ აღარ გაიმართება

13:50 კვირა, 28 ივლისი 2019

ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თუში მეცხვარის დღე – თუშეთობა“, რომელიც სოფელ ომალოში 3 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა. ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს.

„3 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თუშეთის სოფელ ომალოში დაგეგმილი იყო ტრადიციული ღონისძიების ჩატარება, მაგრამ გუშინ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო ღონისძიება აღარ ჩატარდება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გუშინ, 27 ივლისს „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც 12 ადამიანი მგზავრობდა, ხევში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, რამაც ავარია გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათგან ერთი ბავშვია. ხუთმა მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო და გადარჩა. ორ ადამიანს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

როგორც დაშავებულები, ისე გარდაცვლილები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანიდან არიან. ისინი სოფელ ბეღელაში მიდიოდნენ, სადაც დღეს ტრადიციული დღეობა უნდა აღენიშნათ.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]