weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თუშეთის გზაზე ავარიის შედეგად დაკარგულ 18 წლის ბიჭს ეძებენ

11:00 ორშაბათი, 29 ივლისი 2019

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ორი დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული 18 წლის ლევან შაბალაიძის ძებნის სამუშაოები გრძელდება. ამის გამო, სოფელ ლეჩურიდან ომალომდე მოძრაობა აკრძალულია.

დღეს დილიდან შემთხვევის ადგილზე მძიმე ტექნიკა შეიყვანეს, რომლითაც ხევში გადავარდნილი „კამაზის“ მარკის ავტომანქანა უნდა ამოიღონ. ვარაუდობენ, რომ ბიჭი მანქანის ქვეშ არის მოყოლილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ლევან შაბალაიძის მამა და 12 წლის ძმა დაიღუპნენ.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-20 კილომეტრზე, 27 ივლისს „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც 12 ადამიანი მგზავრობდა, ხევში გადავარდა. დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის მძღოლი, ქალი და ერთი ბავშვი. ხუთმა მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო და გადარჩა.

„კამაზის“ მარკის ავტომობილით 12 ადამიანი სოფელ ბეღელაში მიდიოდა, სადაც ტრადიციული დღეობა უნდა აღენიშნათ.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, რამაც ავარია გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]