weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი საავადმყოფოშია

11:25 ორშაბათი, 29 ივლისი 2019

დაბა ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა „რეგინფოს“ უთხრა, ოთხი მამაკაცი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გუშინ შეიყვანეს. მათგან ერთი - 62 წლის, დაიღუპა, სამი პაციენტი კი ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორმა, დავით ჯანაშიამ „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ მათთან მოთავსებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„იმყოფებიან ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე და ნორმალური სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად ესაჭიროებათ მედიკამენტოზური მხარდაჭერა. სოკოს ვერ ასახელებენ, მაგრამ ე.წ. „მუსკარინის“ ტიპის მოწამვლა აღენიშნებათ, ჩვენი კვლევებით და მიმდინარეობს შესაბამისი თერაპია“, – განაცხადა დავით ჯანაშიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]