აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ლიფტში მყოფ პირებს კორპუსში, რომელსაც კომპანია „გრანდ სითი“ აშენებს, ბინები აქვთ შეძენილი. მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.
მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს. სამშენებლო ტერიტორიაზე მყოფმა პირებმა კი ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორს თავში ქვა მოხვდა, რის გამოც ექიმების დახმარება დასჭირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლიფტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.