weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კარწახში მესაზღვრეებზე ძალადობის ბრალდებით სამი ადგილობრივი დააკავეს

13:24 ორშაბათი, 29 ივლისი 2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თურქეთი–ახალქალაქის საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს. სააგენტო Jnews–ის ინფორმაციით, აქციის ორმოცამდე მონაწილემ მოითხოვა განმარტება, რის გამო დააკავა პოლიციამ მათი თანასოფლელები.

Jnewsის ცნობით, კარწახში მცხოვრები სამი ახალგაზრდა მამაკაცი ა. ჩობანიანი, ა. ტაგვორიანი და კ. კარაპეტიანი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც კარწახელებთან შესახვედრად პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ დაკავებულები ათი დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ მესაზღვრე-პოლიციელებს, რომლებმაც მათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. 28 ივლისს ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]