weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

17:35 ორშაბათი, 29 ივლისი 2019

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. რუსული მედიის ინფორმაციით, დიპლომატს 23 აგვისტოს 70 წელი უსრულდება. ამ დროისთვის იგი ხუთი წლით გადააჭარბებს სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკს.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კარასინის თანამდებობაზე ყოფნის ვადა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ხანგრძლივდებოდა, რაც „სახელმწიფო სამსახურის“ შესახებ კანონის თანახმად, მხოლოდ 70 წლამდეა შესაძლებელი.

რუსული მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა სახელდება. მთავარი კანდიდატი კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ივან ვოლინკინია, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული.

60 წლის დიპლომატმა 1982 წელს დაასრულა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი და მას შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ვოლინკინს თანამდებობები ეკავა სამინისტროს უცხოეთის წარმომადგენლობებში, კერძოდ, აშშ-ში, სერბეთში, მონტენეგროში, საქართველოსა და მაკედონიაში. 2009-2013 წლებში ის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თანაშემწე იყო, 2013-2018 წლებში კი, სომხეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

რაც შეეხება გრიგორი კარასინს, ის სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს მუშაობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]