weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ მერიას თბილისის ზღვაზე სახიფათო ადგილის შემოღობვა დაავალა

18:10 ორშაბათი, 29 ივლისი 2019
ფოტო © იცურე მშვიდად / Facebook ფოტო © იცურე მშვიდად / Facebook

თბილისის ზღვაზე დაღუპული არასრულწლოვნებს მშობლების, ალეკო ცქიტიშვილისა და მაკა წიკლაურის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. რადიო თავისუფლების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიას ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე, გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება და არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა დაავალა. 

მოსარჩელეები მერიის გარდა, წყლისგამანაწილებელ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსაც“ უჩიავიან, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია მისია. ალეკო ცქიტიშვილი და მაკა წიკლაური ითხოვენ, ამ ტერიტორიაზე დააყენონ ვიდეოკამერები, გაკეთდეს საგუშაგო კოშკურა, რათა საფრთხის შემთხვევაში მაშველებმა დროულად შეძლონ რეაგირება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხვნა მორალური ზიანის სახით 100 000 ლარის კომპენსაციის მიღების თაობაზე. ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ბრძოლას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებენ.

ალეკო ცქიტიშვილის 15 წლის ბიჭი, ცოტნე ცქიტიშვილი 2017 წლის 3 ივლისს თბილისის ზღვის ამ ტერიტორიაზე დაიღუპა. ერთი წლით ადრე იქვე დაიღუპა მაკა წიკლაურის ვაჟი, 14 წლის ნოდარ შამათავაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]