weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსში სიგარეტს ეწეოდა, მუშაობა ერთი თვით აუკრძალეს

12:37 სამშაბათი, 30 ივლისი 2019

თბილისში მოძრავი N42 მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც სამუშაოს შესრულების დროს სიგარეტს ეწეოდა, დამსაქმებელმა კომპანიამ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით შეუჩერა.

მიკროავტობუსის მძღოლის საქციელზე რეაგირება მას შემდეგ მოხდა, რაც ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ განაცხადეს, მძღოლის მიერ მსგავსი საქციელის განმეორების შემთხვევაში, მასთან კონტრაქტს გაწყვეტენ.

კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაცია ცხელ ხაზზე დააფიქსირონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]