სკოლა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და შვეიცარული მასპინძლობის სკოლა SHL-ის მხარდაჭერით გაიხსნება. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ლექტორების მომზადების პროგრამებს საერთაშორისო პარტნიორები უზრუნველყოფენ.
„2018 წლის ნოემბერს, მადრიდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ფორუმების ჩატარება და ონლაინ აკადემიის პლატფორმის შექმნა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.