weather cur horoscope tv
ივლისი 04, 2020

Jessie J-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

13:40 სამშაბათი, 30 ივლისი 2019 hits 268

თანამედროვე პოპ-მუსიკოსის, Jessie J-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 6 აგვისტოს, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“-ს ბაქანზე გაჩერდება.

მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

თბილისიდან და ბათუმიდან 6 აგვისტოს მოძრავ მატარებლებს - №802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 7 აგვისტოს, მატარებელ №811 ბათუმი-თბილისს, გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით, რომელსაც აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ-გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

„საქართველოს რკინიგზა“ ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!

[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]