weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მაშველებმა ზუგდიდში, ჭაში, მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

10:56 ოთხშაბათი, 31 ივლისი 2019

მუშა, რომელიც ზუგდიდში, ჭის გაწმენდისას ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოჰყვა, გარდაიცვალა. „ლაივპრესის“ ინფორმაციით, 72 წლის მამაკაცის ამოსაყვანად მაშველები 13 საათზე მეტხანს მუშაობდნენ. ცხედარი გვიან ღამით, ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

შემთხვევა მედეას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში 30 ივლისს, დილით მოხდა. ჭას სამი ადამიანი წმენდდა. ერთ-ერთი მაგანი ჭაში იყო ჩასული. ამ დროს, სავარაუდოდ, ჭის ზღუდე მიწასთან ერთად ჩამოიშალა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]