weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუს-მა 300 დოლარის ოდენობით ქრთამის მიცემის ბრალდებით მოქალაქე დააკავა

11:11 ოთხშაბათი, 31 ივლისი 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ბრალდებით მოქალაქე შალვა თ. დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა თ-მ საცხოვრებელი ბინიდან მობინადრეთა გამოსახლების პროცესის დაჩქარების სანაცვლოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ოფიცერს ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი შესთავაზა, ხოლო 300 აშშ დოლარი წინასწარ გადასცა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემას. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]