„პირველ აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა „სტერეო +“-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო.
ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება“, – აცხადებენ „სტერეო პლუსში“.
იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანიები დავალიანებას არ დაფარავენ, მოსახლეობას, ვისაც სეტ ტოპ ბოქსი აქვს, აღნიშნული არხები გაეთიშებათ. ეს არ შეეხება საკაბელო ოპერატორებს.