უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან ორმა ბათუმის რეფერალური საავადმყოფო უკვე დატოვა, ერთი კი სამედიცინო დაწესებულებაში არც გადაუყვანიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაულის ჩადენაში მხილებულია არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე.