weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„რუსთავი 2“ ეროვნული მაუწყებლობიდან არ გაითიშება – სტერეო პლუსი

15:48 ოთხშაბათი, 31 ივლისი 2019

კერძო მულტიპლექს ოპერატორის, „სტერეო პლუსის“ განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეროვნული მაუწყებლობიდან გათიშვის საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებულია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „რუსთავი 2“-მა მათ ანგარიშზე თანხა ჩარიცხა.

„რუსთავი 2“-ის, „ტვ პირველისა“ და „ერთსულოვნების“ შესაძლო გათიშვის შესახებ „სტერეო პლუსმა“ დღეს განცხადება გაავრცელა და დავალიანების დაფარვისთვის აღნიშნულ კომპანიებს ვადა პირველი აგვისტოს დღის ბოლომდე მისცა.

„გადაწყვეტილება „სტერეო +“-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება დაფარული არ იქნება“, – განაცხადეს „სტერეო პლუსში“.

იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანიები დავალიანებას არ დაფარავენ, მოსახლეობას, ვისაც სეტ ტოპ ბოქსი აქვს, აღნიშნული არხები გაეთიშებათ. ეს არ შეეხება საკაბელო ოპერატორებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]