„რუსთავი 2“-ის, „ტვ პირველისა“ და „ერთსულოვნების“ შესაძლო გათიშვის შესახებ „სტერეო პლუსმა“ დღეს განცხადება გაავრცელა და დავალიანების დაფარვისთვის აღნიშნულ კომპანიებს ვადა პირველი აგვისტოს დღის ბოლომდე მისცა.
„გადაწყვეტილება „სტერეო +“-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება დაფარული არ იქნება“, – განაცხადეს „სტერეო პლუსში“.
იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანიები დავალიანებას არ დაფარავენ, მოსახლეობას, ვისაც სეტ ტოპ ბოქსი აქვს, აღნიშნული არხები გაეთიშებათ. ეს არ შეეხება საკაბელო ოპერატორებს.