weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 87%-მა გადალახა

15:47 ოთხშაბათი, 31 ივლისი 2019

ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 87-მა პროცენტმა გადალახა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, საგამოცდო პროცესს აბიტურიენტების 13 პროცენტი გამოეთიშა.

„დანარჩენი საგნების შედეგები ეტაპობრივად შემდეგი კვირის ბოლომდე ვებგვერდზე სრულად დაიდება. მომდევნო საგნის შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება აპელაციის პროცესი. გასაჩივრება აბიტურიენტს 50 ლარი უჯდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პასუხი შესწორდება, მას ეს თანხა უკან დაუბრუნდება“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა. გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო: I ვარიანტი – 22 ქულა და მეტი; II ვარიანტი – 24 ქულა და მეტი; III ვარიანტი – 22 ქულა და მეტი; IV ვარიანტი – 24 ქულა და მეტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]