მამაკაცი ანსამბლ „ერისიონის“ ოპერატორი იყო. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ექიმმა გარდაცვლილის ახლობლებს განუმარტა, რომ დაშავებულს ძლიერი სისხლჩაქცევები განუვითარდა და მისი გადარჩენის შანსი აღარ არსებობდა.
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ავტობუსი, რომლითაც ანსამბლ „ერისიონის“ საბავშვო სტუდია „ლამპრების“ წევრები ბულგარეთში ფესტივალზე მიემგზავრებოდნენ, გზაზე გადაბრუნდა. ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთ დაშავებულ მშობელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის თურქეთის სამედიცინო დაწესებულებებში 4 დაშავებული რჩება.