როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შეტყობინების მიღების შემდეგ, ტურისტების დასახმარებლად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათკაციანი ქვეითი ჯგუფი გავიდა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფის და გარემო პირობების გათვალისწინებით, დასახმარებლად ვერტმფრენის გამოძახება გადაწყვეტეს. ტურისტების პოვნას კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც შვეიდარიის მოქალაქეები თბილისში გადაიყვანეს.
„მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.