weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იყალთოს მოსახლეობას მინისტრთა კაბინეტის წევრები შეხვდნენ

15:04 ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მინისტრთა კაბინეტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მოსახლეობის საჭიროებების განსაზღვრა და მათი ასახვა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.

შეხვედრას ესწრებოდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი, თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი - გელა სამხარაული, თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - არჩილ თხლაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი ხედვების შესახებ ისაუბრეს და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს. შეკითხვები ძირითადად ეხებოდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განათლების საკითხებს და 2019 წლის რთველის მოლოდინებს.

[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]