weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამტრედიაში ქალს და მის უცხოელ ქმარს სცემეს, ინციდენტში მღვდელიც მონაწილეობდა

10:18 პარასკევი, 02 აგვისტო 2019

სამტრედიაში, სამი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა ქალს და მის უცხოელ ქმარს, ერაყის მოქალაქეს. როგორც დაზარალებულმა ქეთი კამკამიძემ „ქუთაისი პოსტთან“ განაცხადა, მის მეუღლეს მღვდელმაც დაარტყა.

„მე და ჩემი მეუღლე ზებრაზე გადავდიოდით, რა დროსაც სახელმწიფო მარკის მანქანაც მოდიოდა და აგრესიული სიჩქარით გამოირჩეოდა. გადასვლის დროს მტვერი შემომეყარა, რის გამოც ჩემთვის ჩავილაპარაკე ეს რა არის-თქო. ავტომანქანა უკუსვლით გაჩერდა.

გადმოვიდა სამი პირი, მათ შორის იყო მოძღვარი, რომელმაც გააკავა ჩემი მეუღლე, რომ დანარჩენ ორს ეცემა. ეტყობოდათ, რომ ნასვამები იყვნენ, ჩემს მეუღლეს საშინელი სიტყვებით მიმართავდნენ. წაეთრიე შენს ერაყშიო. მოძღვარმაც დაარტყა ჩემს მეუღლეს“,
– განაცხადა ქეთი კამკამიძემ.

ქალის თქმით, მას არავინ მიშველებია და მხოლოდ მოგვიანებით მოახერხა პატრულისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ქეთი კამკამიძე და მისი მეუღლე სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, ქეთი კამკამიძე და მისი მეუღლე ერთი წელია სამტრედიაში ცხოვრობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]