weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით საზღვარზე 3 ადამიანი დააკავეს

10:55 პარასკევი, 02 აგვისტო 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღკვეთეს. შსს-ს ცნობით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, ხოლო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტში დაკავებულია 3 პირი.

შსს-ს ცნობთ, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე 2000 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც 720 გრამ ჰეროინს შეიცავს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულს აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდა.

„სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ. ა. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში დააკავეს. პოლიციამ, მ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო. გარდა ამისა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.მ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების 101 აბი, დიდი ოდენობით ბუპრენორფინის და კოკაინის შემცველი ნარკოტიკები, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ი.მ. პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, ერთ-ერთ სამართალდამცველს კი თავს დაესხა“, – განაცხადეს შსს-ში.

აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე და 353-პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პირველი იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის 199 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო პასუხისგებაში მიეცა 77 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]