weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ველოდები, რომ დამაკავებენ – ნიკა გვარამია

11:25 პარასკევი, 02 აგვისტო 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ელოდება, რომ დააკავებენ. ამის შესახებ გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა. ის სასამართლოში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში უნდა გამოკითხონ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთაა.

„საქართველოში ოლიგარქიაა. ეს საკითხი უკვე გარკვეული და გაცნობიერებულია არა მარტო ჩვენს მიერ, არამედ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერაც.

რა თქმა უნდა, ეს ემსახურება იმას, რომ მე ვერ გავაკეთო ახალი ტელევიზია, მაგრამ მე მაინც გავაკეთებ და მეორე, რომ გააკოტრონ „რუსთავი 2“ (რასაც აუცილებლად გააკეთებენ) და დამაბრალონ მე“,
– განაცხადა ნიკა გვარამიამ.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვისას, მზად არის, პროკურატურის ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

„რაც მახსოვს ყველაფერს ვიტყვი და ავხსნი. პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ისე, რომ მჭირდებოდეს, იურისტი ვარ (თან ძალიან კარგი იურისტი), ჩადენის დროსაც შემიძლია კვალი არ დავტოვო. მით უმეტეს, უდანაშაულობის პირობებში არანაირ კვალს არ ვტოვებ“, – უთხრა ჟურნალისტებს გვარამიამ.

პროკურატურამ ნიკა გვარამია გამოკითხვაზე გუშინ დაიბარა. საქმე ეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ნიკა გვარამიას მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო „რუსთავის 2“-ის ამჟამინდელი დირექტორის, პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]