weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბანგლადეშში თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო გააკეთეს

14:18 შაბათი, 03 აგვისტო 2019

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო ბანგლადეშში, ბალუხალში გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას მაჩალიკაშვილების ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, წყაროს გახსნა თემირლან მაჩალიკაშვილის დის, ნატა მაჩალიკაშვილის დამსახურებაა.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოდან ჩანს, წყარო გააკეთა საქველმოქმედო ორგანიზაციამ „დახმარებისა და განათლების ასოციაცია - ცოცხალი გული“. აღნიშნული ორგანიზაცია შეწირულობებს იღებს და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მუსლიმებს ეხმარება.

ბალუხალი, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის წყაროა, როჰინჯა ლტოლვილების ბანაკით არის ცნობილი.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლანს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]