weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კიევის ბაზრობაზე არალეგალები დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

15:40 შაბათი, 03 აგვისტო 2019

კიევის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ბაზრობა „ტროეშჩინაზე“ მომუშავე არალეგალი მიგრანტები გამოავლინეს და დააკავეს. მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, თუმცა რამდენი - უცნობია.

უკრაინული მედია ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულია ქვეყანაში უკანონოდ მყოფი 119 მიგრანტი, რომელთა შორის აზერბაიჯანის, საქართველოს, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

პოლიციის განცხადებით, ამჟამად დარღვევებთან დაკავშირებით 59 ადმინისტრაციული ოქმია შედგენილი. 50 ადამიანს საკუთარ ქვეყანაში იძულებით დააბრუნებენ, 36-ს უკრაინაში ყოფნის პერიოდი შეუმცირდება, ხოლო 10 ადამიანს დროებით მოათავსებენ მოქალაქეობის არ მქონე და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პუნქტებში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]