არსებული ინფორმაციით, ქალი ბორცვზე ავიდა, ფეხი დაუცურდა და 8-10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.
გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.