ავტოავარიის შედეგად მიკროავტობუსში მყოფი ქალი გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე, რომელიც საჭეს მართავდა, დაშავებულია. რაც შეეხება მეორე ავტომანქანას, მასში ორი ტურისტი იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა მათგანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
ავტოავარია დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.