weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

16:09 კვირა, 04 აგვისტო 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, რუსთავში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული გ.ჰ. დააკავეს.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 30 ივლისს, რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, გ.ჰ. გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერეს, როდესაც იგი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. გადამოწმების პროცესში გ.ჰ.-მ საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაქცევა სცადა, მაგრამ სამართალდამცველებმა იგი დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ: 709 აბი „მდმა“, 86 აბი „სუბოქსინი“, 93 აბი „სუბუტექსი“, 3 აბი „B8“, 119 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 239 გრამი ე.წ. „ბიო“, ასევე, 28.890 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება“, – აცხადებს შს სამინისტრო.

მათივე ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]